ჯანდაცვა

საქართველოში უკეთ დაგვეცვა, 2010 წელს მივიღეთ ახალი ორგანული კანონი შრომის კოდექსი. შემდეგ, ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით გავაუმჯობესეთ დასაქმებულთა უფლებები და მავანთა თქმით მივიღეთ კიდეც “სოციალისტების” შრომის კოდექსი. ქართულ სინამდვილეში კი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე ისევ იხოცებოდნენ მუშები... ერთ დღესაც ჩვეულებისამებრ გადიოდნენ სახლიდან და აღარ ბრუნდებოდნენ... გადავწყვიტეთ სლოგანად გვექცია “შრომის უსაფრთხოება”, მიზნად დაგვესახა და დავისახეთ. რა არის ის მიზანი, რომლის მიღწევაც არ გვირგვინდება საბუთით?! 2019 წლის პირველ ნახევარში ისტერიულად დაიძრა შრომის უსაფრთხოების პროგრამებისთვის აკრედიტაციის მინიჭების ტალღა. მეორე ნახევარში ამას მოჰყვა მსმენელთა რიგები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად. რატომ? იმიტომ რომ ბიზნესს სავალდებულო (კანონის) წესით სჭირდება სულ მცირე ერთი სერტიფირებული შრომის სპეცილისტი... და ბოლოს, დაიქოქა სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტი.


Clients

სოკარი
სოკარი
Gita
Gita